ოპერაცია “კანონიერი ქურდი”: ევროკავშირში 40-ზე მეტი ქართველი დააკავეს

იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეჭვმიტანილების აყვანა ოპერაცია “კანონიერი ქურდის” ფარგლებში 2021 წლის 9 თებერვალს, იტალიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობით განხორციელდა.

საქართველოს შსს-ში აცხადებენ, რომ იტალიაში დააკავეს 23, პოლონეთში -2, საბერძნეთში -1, ბელგიაში -1 და სლოვენიაში 1 საქართველოს მოქალაქე.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე დანაშაულებრივ ქმედებებს აქტიურად ჩადიოდნენ.