“ოპოზიციის ნაწილს მუშაობა ეზარება და დედამიწაზე ყველა სიკეთე უნდა”

პრეტენზიები აქვთ, თუ პარლამენტში არ ვიქნებით, ცესკო-ში, საოლქო კომისიასა და საუბნოში უნდა ვიყოთო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით, განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრება და მათ “პარლამენტში მუშაობა ეზარებათ” .

„ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრება, თან პრეტენზიები აქვთ, თუ პარლამენტში არ ვიქნებით, ცესკო-ში, საოლქო კომისიასა და საუბნოში უნდა ვიყოთო. ეს რა მაგარი ამბავია, პარლამენტში მუშაობა ეზარებათ და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი დედამიწაზე არსებობს. მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ან მემორანდუმზე ვთანხმდებით ან სამუშაო პროცესზე, დგანან და სტუდიებში გვწყევლიან. თვითმმართველობის არჩევნები მოვა და იმ გამართულ საარჩევნო სისტემაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორ არ შერცხვებათ, მაგრად მაინტერესებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.