პარლამენტთან აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე ე.წ ლინოლეუმის შეტანა სურდათ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

საქართველოს პარლამენტის წინ ამ დროისთვის 14 კარავია გაშლილი. აქტივისტების თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების რაოდენობა გაიზრდება და არ გამორიცხავენ, რომ კარვები საჭიროების შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს.

აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.