პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. 

გამოსვლები დაასრულეს ოპოზიციის ლიდერებმა და ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე რჩება.

აქციის მონაწილეებმა დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.