პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ 2-მა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ღარიბაშვილს მხარი არ დაუჭირეს. პარტია “ევროპელმა სოციალისტებმა” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი მინისტრია – თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიკავა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გახდა.

დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა. კერძოდ: შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ – მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

ცნობისთვის,ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.