ნიკა მელიას შეუძლია, გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით, გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნიკა მელიას საქმეთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ქმედება პოლიტიკური ხულიგნობაა და ამაში სახელმწიფო არანაირ როლს არ თამაშობს.
„ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. ამაში სახელმწიფოს როლი საერთოდ არანაირი არაა. ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს. მას შეუძლია, გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით, შეუძლია, გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა. ეს ხომ მისი არჩევანის საკითხია. რა შუაშია აქ ან „ქართული ოცნება“, ან პროკურატურა. ამას ხომ არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს. არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შუუძლია, გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გრეთ და გააგრძელოს მისი ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრება. მისი გადაწყვეტილებაა. ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, რაღაც აგრესიული რიტორიკით, რაღაც პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა, მეტი არაფერი. არასერიოზულია ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.