პროგნოზირებენ თუ არა მესამე ტალღას ეპიდემიოლოგები?

მეორე ტალღის პიკი ნოემბერ-დეკემბერში გავიარეთ – თუკი ჩვენ ყველა წესს დავიცავთ და რა პროგრესიც გვაქვს, მოვუფრთხილდებით, მესამე ტალღა არ გვექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე ავა, ქვეყანა აღარ გაივლის კოშმარს, რაც ნოემბერ-დეკემბერში გაიარა.

“ორშაბათიდან ტრანსპორტი იხსნება. სერიოზულად გაიზრდება მობილობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები, მიკრო ავტობუსები გადავსებული არ იყოს. თუ წესებს დავიცავთ, შემთხვევები იქნება, მაგრამ იქნება ნაკლები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.