რაში ეხმარება ბოლნისის აგროცენტრი ადგილობრივ მეწარმეებს?(+ვიდეო)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის აგრო-ცენტრი მიმდინარე წელს მუშაობას დამოუკიდებლად აგრძელებს. ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ როგორც საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებებით ფინანსებსა და ბუღალტერიაში, ასევე მარკეტინგული და იურიდიული სერვისებით.

ამასთან, ცენტრი აღჭურვილია ევროპული სტანდარტის დანადგარებით, სადაც ფერმერს შეუძლია წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეფუთვა და ეტიკეტირება, ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში და სხვა საჭირო აქტივობების შესრულება.

ამასთან, აგროცენტრი ადგილობრივ ფერმერებს აწვდის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციასა და ცოდნას.

შენობაში გათვალისწინებულია სივრცე, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვედრები გამართონ. მომსახურების მიღება ბოლნისელებს, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც შეუძლიათ.