რუსთავში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 200-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს

რუსთავში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 200-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს,  25-ის სწრაფი ტესტის პასუხი დადებითია. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის დიაგნოსტიკურ ცენტრებსა და ცხელების ზონებში განუცხადეს.

კერძოდ, N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში 28 ადამიანი გამოიკვლიეს, მათ შორის რვა ტაქსის მძღოლი. გამოკვლეული პირებიდან ორს “კოვიდ-19” დაუდასტურდა, ტაქსის მძღოლების საკვლევ ნიმუშებზე ანტიგენის ტესტი უარყოფითია.

N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში 127 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ათი ტაქსის მძღოლია. დადებითია 18 პირის ტესტის პასუხი, რომელთა შორის  მძღოლები არ არიან.

კლინიკა რუსთავში გამოკვლეული 18 პირიდან, ერთის პასუხია დადებითი. ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზომაში 36 პირის ტესტის პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს, კლინიკაში ცხრა პირი გამოიკვლიეს, ვირუსი ოთხის შემთხვევაშია დადებითი.

ინფორმაციისთვის, რუსთავში სკოლების დაწყებასთან დაკავშირებით, დღეიდან კორონავირუსზე პედაგოგების ტესტირება დაიწყო. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, მასწავლებლებს სწრაფი ტესტი სკოლაშივე ჩაუტარდებათ.  ამასთან, უახლოეს ორ დღეში რუსთავის ყველა სკოლის პედაგოგის ტესტის პასუხი ცნობილი იქნება.