რუსთავში 47 ახალი, თანამედროვე ავტობუსის გაჩერება ეწყობა

რუსთავს 47 ახალი, თანამედროვე ავტობუსის გაჩერება შეემატება.ქალაქის მერის მოადგილის, ბესო ტოგონიძის განცხადებით, პროექტი სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე 35 გაჩერება უკვე მოეწყო, დანარჩენის მოწყობა კი უახლოეს დროში დასრულდება.

გაჩერებებთან დამონტაჟდება ტაბლოები, სადაც ავტობუსების მოსვლის რეალური დრო იქნება გამოსახული.

ბესო ტოგონიძის თქმით, რუსთავში ახალი ავტობუსები მოძრაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებისთანავე დაიწყებს.

შეგახსენებთ, რუსთავს სულ 40 ახალი ავტობუსი შეემატება. ამ დროისთვის ქალაქს 16 ავტობუსი გადმოეცა.