საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს

საკოორდინაციო საბჭოს გდაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა, რა დროსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

ამასთან, მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება.

„საკოორდინაციო საბჭოს გდაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან ფუქნციონირებას დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი. სამუშაო განრიგი იქნება საღამოს კომენდანტის საათის დაწყებამდე, ანუ 9 საათამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდება შაბათ-კვირას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. კონტროლი მოხდება ზუსტად ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. პირბადის გარეშე არ დაიშვება ადამიანი ტრანსპორტში, მეტროს შესასვლელები გაკონტროლდება და ავტობუსის შემთხვევაში, არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა ან თუ ვინმე ტრანპოსრტში მოიხსნის პირბადეს. კონტროლი იქნება საკმაოდ მკაცრი. ფეხზე დგომასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ გვაქვს გაცემული. ჩემი აზრით, პირველ რიგში, დავაკვირდებით როგორი იქნება დატვირთვა და იქედან გამომდინარე ალბათ იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებენ გადაწყვეტილებას. 21:00 საათამდე იმუშავებს ტრანსპორტი და 21:00 საათის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი პერსონალის საცხოვრებელ სახლებში განაწილებას“ – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.