“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის

“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში საკანონმდებლო ცვლილებები შედის.

ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს და ასევე იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო გადაწყვეტილება მიღებული მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

მათ 2022 წლის 31 დეკემბრამდე დამატებითი დრო მიეცემათ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის.