საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში “რუსთავიდან” 2 მოთამაშე გამოიძახეს

15-დან 22 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს დედაქალაქს სერბეთის, ფინეთისა და შვეიცარიის საკალათბურთო ნაკრებები ეწვევიან, რომლებიც საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ჯგუფის დარჩენილ 2 ტურს ეგრედ წოდებული “ბაბლის” პრინციპით ჩაატარებენ.

პრინციპი იზოლირებულ სივრცეში, მაქსიმალური უსაფრთხოებით მატჩების ორგანიზებას გულისხმობს.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, სადაც საკალათბურთო კლუბ “რუსთავის” ორი კალათბურთელი, მერაბ ბოქოლიშვილი და გიორგი თვალაბეიშვილი მოხვდნენ.

ეროვნულ ნაკრებს აქვს დანაკლისიც და ამ ეტაპზე გუნდს ლიდერები, თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე ვერ დაეხმარებიან.