12 თებერვლამდე საქართველოში სითბო შენარჩუნდება, თუმცა, ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისსა და რუსთავში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.