სეს-მა ქვემო ქართლში 50 ობიექტი შეამოწმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იანვრის თვეში ქვემო ქართლში 50-მდე ობიექტი შეამოწმა. გასულ თვეს ვადაგასული სურსათის რეალიზებისა  და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ერთი ობიექტი დაჯარიმდა. კრიტიკულად შეუსაბამობის გამო ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. დარღვევის გამოსწორების შემდეგ წარმოება განახლდა.

სააგენტოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის,  მირანგულა ლიპარტელიანის ინფორმაციით, პანდემიის გამო კონტროლის პროცესი არ შეფერხებულა.