განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლების გახსნის შემდეგ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი გაგრძელდება.
მისივე თქმით, სკოლების შემოწმება შემთხვევითი პრინციპით მოხდება.
“სკოლების მონიტორინგის აწყობილი სისტემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დავამტკიცეთ მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტი. განისაზღვრა მონიტორინგზე პასუხისმგებელი მხარეები და შესაბამისად, ეს პროცესი ყოველდღიურად გაგრძელდება. მათ შორის საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ევალებათ მონიტორინგის განხორციელება. რა თქმა უნდა, ერთ დღეს 2082 სკოლაში წარმოუდგენელია მონიტორინგის ჩატარება, შესაბამისად, შემთხვევით შერჩევით ყოველდღიურად მოხდება სკოლების მონიტორინგი”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.