გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში, საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საგანმანათლებლო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით კარგარეთელი და საკრებულოს დეპუტატები ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოების ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება შენობის შიდა სივრცე და ექსტერიერი, პროექტის თანახმად ადგილზე მინი სპორტული მოედანი მოეწყობა.
სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალიანსი“ 2,443,929 ლარად ახორციელებს.
მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია ოთხ სოფელში ჯანდარაში, კუმისში, გამარჯვებასა და ნორიოში განხორციელდება.
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიატაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.