ქვემო ქართლში 65 კილომეტრიანი ველომარათონი მოეწყო

რუსთავის ველომოყვარულთა კლუბმა  ქვემო ქართლის რეგიონში 65 კილომეტრიანი ველომარათონი მოაწყო.

ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ქვემო ქართლის რეგიონის პოპულარიზაციის  მიზნით ჩატარდა.

ველომოყვარულთა კლუბის წევრები სპორტულ აქტივობებს წლის ბოლომდე აანონსებენ.