შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

თბილისში შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს. შემთხვევა ჩიტაიას ქუჩაზე  მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმარკეტში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. ადგილზე სამართალდამცველები დროულად მივიდნენ და თავდამსხმელები დააკავეს.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით.

ადგილზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.