წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა და არასრულწლოვანს დაეცა

წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადმოყირავდა და არასრულწლოვანს დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბავშვმა ნეკნების დაზიანება მიიღო.  სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის ექიმები ამ დროისთვის, ბავშვს ადგილზე სამედიცინო დახმარებას უწევენ.