“ხარებმა” “იუნკერები” დაამარცხეს

რუსთავის „ხარები“ თბილისის „იუნკერებს“ დიდი 10-ის ტურნირის ფარგლებში, ავჭალის რაგბის სტადიონზე დაუპირისპირდა. შეხვედრა რუსთაველთა სასარგებლოდ წარიმართა და ანგარიშით 24 : 10 დასრულდა.

რუსთაველებმა მეტოქეებს 4 ლელო დაუდეს და პრემიარული ქულა მოიპოვეს.

დღევანდელი თამაშის საუკეთესო მოთამაშედ რუსთაველი მორაგბე ჟორა მღებრიშვილი დასახელდა. მომდევნო თამაშს რუსთაველები 14 თებერვალს თბილისის „აკადემიის“ წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა რუსთავის რაგბის სტადიონზე 16:00 საათზე შედგება.