1 მარტიდან მუნიციპალური ავტოტრანსპორტით მგზავრობა რუსთავში ფასიანი ხდება.
რუსთავის მერიის საშეღავათო პროგრამით 60 ათასამდე რუსთაველი ისარგებლებს. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არიან:
- სოციალურად დაუცველი პირები
- ვეტერანები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
- სკოლის მოსწავლეები,
- სტუდენტები
- პენსიონერები
- პედაგოგები
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა.
ბილეთის შეძენა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:
- სამგზავრო ბარათი Rustavi Card
- საქართველოს ბანკის ბარათი
- სტუდენტური ბარათი Student Card _ი School Card_ი
- მეტრომანის ბარათი
- ნაღდი ფულით (50,20,10თეთრიანის მოთავსებით გადახდის აპარატში)
სამგზავრო ბარათის აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ტერმინალების საშუალებით შემდეგ ლოკაციებზე: მესხიშვილის N14, კოსტავას N17, მეგობრობის N18, ლეონიძე- მესხიშვილის კვეთა, მე-19 მკრ N17 კორპუსის მიმდებარედ.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს სამი კვირის განმავლობაში უსასყიდლოდ ემსახურებოდა.