ხოფის ბაზრობაზე მდებარე ტანსაცმლის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სხვა ობიექტებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობდა.