ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებისთვის კვლავ შეზღუდვები იმოქმედებს. ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების ვალდებულება. ამასთან, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება.

პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ.

ტრანსპორტზე შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირის დღეებში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება.
მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.