ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – არიან დაშავებულები

რუსთავში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა გუშინ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.

25 წლის მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარობა კრიტიკულად მძიმეა და იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.