ამნისტიის შედეგად საპატიმროები უკვე 189 პატიმარმა დატოვა

ამნისტიის შედეგად უკვე 189 პატიმარი გათავისუფლდა საპატიმროებიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების განმარტებით, “ამნისტიის შესახებ” კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და 9 თებერვლის მდგომარეობით პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვა 170-მა მსჯავრდებულმა და 19-მა ბრალდებულმა პირმა.

“170 მსჯავრდებულიდან 83 პირი სასამართლო განჩინებით დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმროდან. 53-მა მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელის განახევრების შედეგად დატოვა საპატიმრო.

33 მსჯავრდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შიმცირების შედეგად გათავისუფლდა.

ერთ მსჯავრდებულს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ერთ უვადო მსჯავრდებულს დაუდგინდა გათავისუფლების თარიღი (2026 წელი) საპატიმროებიდან გათავისუფლებული 170 მსჯავრდებულიდან 10 გათავისუფლებული ქალი მჯავრდებულია.

2-მა ქალმა მსჯავრდებულმა საპატიმრო დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის შემცირების შედეგად დატოვა.

4 მსჯავრდებულ ქალს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან სასამართლოებში სულ 4055 პატიმრის საქმე არის გაგზავნილი მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.