აქციის მონაწილეებმა რუსთავის შემოსასვლელი გადაკეტეს

საწვავის გაიაფების მოთხოვნით, რუსთაველმა მძღოლებმა ქალაქის შემოსასვლელი გადაკეტეს. გმირთა მემორიალიდან, შარტავას გავლით, აქციის მონაწილეები რუსთავი-თბილისის ავტობაზე, ქალაქის შემოსასვლელთან შეიკრიბნენ და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათი მთავარი მოთხოვნა გაძვირებული საწვავის ფასის საწყის ნიშნულზე დაბრუნებაა.  რამდენიმე საათის  განმავლობაში აღნიშნულ მონკავეთზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იყო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებიც ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ.

აქიიც მონაწილეებთან, მოგვიანებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული და რუსთავიც ვიცე-მერი მივიდნენ. მხარის პირველმა პირმა, ორგანიზატორებს სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა.