ახალგაზრდობის სააგენტოს საგნრანტო კონკურსი ათ რეგიონში

ახალგაზრდობის სააგენტომ საქართველოს 10 რეგიონში „განვითარების ფონდის“ საგრანტო კონკურსი დაიწყო.

სააგენტო ორ მიმართულებას გამოყოფს: არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებასა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას.

როგორც ცნობილია, ათივე რეგიონში 50–მდე ახალი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნება.