ახალციხეში ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში ნახეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს გარდაცვლილის ახლობელმა აცნობა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.