ბაიდენის მრჩეველი მელიას დაკავებაზე: შეშფოთებულები ვართ

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

“შეშფოთებულები ვართ ნიკა მელიას დაკავებით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდონ ესკალაციას და ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ”, — წერს სალივანი ტვიტერზე.

ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია.