ბოლნისის “სიონმა” დღეს დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა გამართა

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, “სიონმა”, დღეს, დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ბოლნისური კლუბი ტესტ-მატჩში, გორის “გორთან”, ანგარიშით 2-0 დამარცხდა.

ვარლამ კილასონიამ აღნიშნულ შეხვედრაში, პატარა ტრავმის გამო, გორგიაშვილი და მახარობლიძე დაასვენა.

სეზონის დაწყებამდე, გუნდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და რუსთავთან შესახვედრად აქტიურ მზადებას გააგრძელებს.

გარდა ამისა, ცნობისთვის გუნდი დატოვა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა. 2021 წლის სეზონში სიონის რიგებში აღარ იქნებიან – ვილი ისიანი, გიორგი უგრეხელიძე და თორნიკე თარხნიშვილი.