ბოლნისის “სიონს” ახალი დირექტორი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ ,,სიონს’’ ახალი დირექტორი ჰყავს. დღეიდან ბოლნისის გუნდს ლევან სილაგაძე უხელმძღვანელებს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, სილაგაძეს მრავალწლიანი სპორტული გამოცდილება აქვს და ის კლუბში არსებულ ვითარებას და ინფრასტრუქტურას უკვე გაეცნო.

 

 

ინფორმაციისთვის,  წლების წინ სილაგაძე ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელი იყო.  სხვადასხვა დროს სპორტულ დირექტორად მუშაობდა  ქუთაისის “ტორპედოსა” და გორის “დილაში”. ბოლო წლებში საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” სპორტული დირექტორის თანამდებობაც ეკავა.

სილაგაძის მთავარი მიზანი კლუბის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იქნება.

შეგახსენებთ, ბოლნისის “სიონის” დირექტორის პოსტს მანამდე ლევან სანიკიძე იკავებდა.