ბოლო შვიდი დღის დადებითობის მაჩვენებელი 1,55 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,55 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 0,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,96.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 525 პაციენტი, გარდაიცვალა 11 ადამიანი.