გაბუნია: დადებითობის მაჩვენებელი თუ შენარჩუნდება, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზე ვისაუბრებთ

დადებითობის მაჩვენებელი თუ ოთხ პროცენტს ქვემოთ შენარჩუნდება, შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

„როდესაც გავივლით ეტაპობრივი გახსნის ფაზებს და შევხედავთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი ნარჩუნება ოთხ პროცენტს ქვემოთ, შემდეგ უკვე შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ და ეს იქნება რესტორნების, შიდა სივრცის გახსნა და კიდევ სხვა დანარჩენი ბიზნესი.

ინსპექტირების სამსახური კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მონიტორინგს, ბიზნესგარემოში ყველა წესი რომ იყოს დაცული.

საზოგადოებრივ ტრანსპორტშია მნიშვნელოვანი ინდივიადუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადის ტარება და ამაზეც მონიტორინგი გამკაცრდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.