დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, ქვეყანაში ინციდენტობის მაჩვენებელი 10-ჯერ არის შემცირებული, რაც მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება.
თუცა, გამყრელიძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია.
„მოგეხსენებათ, დღეს იყო პირველი საბჭოს სხდომა ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. შევადარეთ ნოემბერ-დეკემბრის და დღევანდელი მონაცემები ინციდენტობის თვალსაზრისით, ანუ, ახალ შემთხვევათა რიცხვი 100 000 მოსახლზე, შვიდ დღიანი, 14-დღიანი და ყველაზე მაღალი ინციდენტობა გვქონდა 10 დეკემბერს. 15 ნოემბრიდან დეკემბრის 10-მდე იყო პიკური პერიოდი, როცა დღიურად გვქონდა 4 000-5 000 შემთხვევა. ინციდენტობა არის 10-ჯერ შემცირებული. ასევე შემცირებულია სიკვდილიანობა. ანუ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.