გიორგი გახარია “ტვიტერზე”: ქვეყნის შიგნით დაპირისპირება საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მომავალს

გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა, რომ მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იმ იმედით მიიღო, რომ პოლარიცაზიას შეამცირებს.

“მე მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მომავალსა და ეკონომიკური განვითარებას. ამიტომ, მე განვაცხადე ჩემი გადადგომის შესახებ იმ იმედით, რომ შევამცირებ პოლარიზაციას და მოვახდენთ სიტუაციის დეესკალაციას,”- წერს გიორგი გახარია.