ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე – გორის გვირაბთან მოძრავი ევაკუატორის მძღოლი ტრაილერს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის გამო, მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.