„შრომის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, დამსაქმებლებს ახალი ვალდებულება გაუჩნდათ.
კერძოდ, საუბარია, იმაზე რომ ქვეყანაში აუცილებელი ხდება დამსაქმებელმა დასაქმებულთა სამუშაო საათები აღწეროს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უკვე გამოსცა ბრძანება – სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ. აღნიშნული ბრძანება 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.