აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, გამოსავალი შესაძლებელია იყოს ნაპოვნი, თუ ყველა პარტია პირველ ადგილზე დააყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
როგორც დეგნანმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა რამდენიმე კვლევაში თქვა, რომ აწუხებს მაღალი ფასები, უმუშევრობა, სიღარიბე და სურთ, რომ პარტიებმა ერთად იმუშაონ.
„ჩვენ ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მთავრობასთან, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან. იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ გამოწვევებით აღსავსე წელს გაივლის. გუშინ გაჩნდა შესაძლებლობა, რომელიც პარტიებს მისცემს მეტ დროს, რათა გადაჭრან უთანხმოება. ჩემი აზრით, გამოსავალი შესაძლებელია იყოს ნაპოვნი, თუ ყველა პარტია პირველ ადგილზე დააყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
ჩემი აზრით, თუ პარტიების ლიდერები პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს და მოუსმენენ მათ ამომრჩეველს, რომელიც წუხს მაღალ ფასებზე, სიღარიბეზე და „კოვიდ-19“-ის ეკონომიკურ შედეგებზე, ჩემი აზრით, ამ თემების მნიშვნელობა წაახალისებს მათ კომპრომისისკენ და გამოსავლის პოვნისკენ, პარლამენტში დაბრუნებისკენ და მუშაობის დაწყებისკენ. ყველაფერი დიდწილად დამოკიდებულია პარტიების ლიდერებზე. ჩვენ კი აქ ვართ ნეიტრალური ფორუმის შესათავაზებლად, სადაც ისინი შეკრებას შეძლებენ და განიხილავენ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.