რუსთავის პარკში ბავშვებისთვის შემეცნებითი თამაშები ჩატარდა (+ვიდეო)

ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეების ორგანიზებით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მოზარდებისთვის შემეცნებითი და სახალისო თამაშები ჩატარდა.

ღონისძიებაში 6-დან 10 წლამდე ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას.

პროექტის მიზანს ბავშვების სოციალიზაცია და მათი ჯანსაღი ცხოვრების წესში ჩართვა წარმოადგენს.

ორგანიზატორების განცხადებით, ფიზიკური აქტივობების საშუალებით ბავშვები ბუნებას დაუახლოვდებიან და სამყაროში არსებული საგნების განსხვავებულად დანახვას შეძლებენ.

როგორც ორგანიზაციის “ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის” წარმომადგენელი TV4-თან  აცხადებს, კორონავირუსის პანდემიის გამო ახალგაზრდული ღონისძიებების ღია სივრცეში გადატანა მოუხდათ.