ელისაშვილი: ჩვენთან პოლიტიკური პროცესი, სამწუხაროდ, არის მასხარაობა

არ მაინტერესებს რევოლუციაზე მოჯახირე ოპოზიციის გეგმები, – ამის შესახებ  პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა  განაცხადა,

ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიას მოუწოდებს, რომ თუ მასთან რამე საკითხზე საუბარი სურს, პირადად დაეკონტაქტოს.

“ჩვენთან პოლიტიკური პროცესი, სამწუხაროდ, არის მასხარაობა, რომელშიც ხიდად მეც ვარ ხოლმე ჩათრეული. საერთოდ არ მაინტერესებს რევოლუციაზე მოჯახირე ოპოზიციის გეგმები. თავზე საყრელი საქმე მაქვს, რამდენ ხალხს დავეხმარო და რამდენად გავიჭრა არ ვიცი.

ვინმეს ჩემთან დაკავშირებით რამე წუხილი და ჭმუნვა თუ აქვს, ჩემი ტელეფონის ნომერი იციან. მელიამაც იცის, დანარჩენმა ოპოზიციამაც, დამირეკონ და პირადად გავცემ ყველას პასუხს. ტელეკამერებით ნუ მელაპარაკებიან, მადაგასკარში არ ვარ, აგერ ვარ თბილისში,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.