2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა 70-ია, ხოლო გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათი და 45 წუთი.
ზოგადი უნარები – მაქსიმალური 80 ქულაა, ვერბალური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი, მათემატიკური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი.
უცხოური ენები – მაქსიმალური 80 ქულა, დრო – 2 საათი და 30 წუთი;
ლიტერატურა – მაქსიმალური ქულა 70, დრო – 4 საათი;
მათემატიკა – მაქსიმალური 51 ქულა, ხანგრძლივობა – 3 საათი;
ისტორია – მაქსიმალური ქულა 60, ხანგრძლივობა – 2 საათი და 40 წუთი;
გეოგრაფია-მაქსიმალური ქულა 60, ხანგრძლივობა – 2 საათი და 40 წუთი;
ბიოლოგია – მაქსიმალური ქულა 70, ხანგრძლივობა – 2 საათი და 30 წუთი;
ქიმია – მაქსიმალური ქულა 63, ხანგრძლივობა – 3 საათი;
ფიზიკა – მაქსიმალური ქულა 63, ხანგრძლივობა – 3 საათი;
რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, მაქსიმალური ქულა 42-ია, ხოლო ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთი;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – მაქსიმალური ქულა 70, ხანგრძლივობა – 3 საათი;
სამოქალაქო განათლება – მაქსიმალური ქულა 60, ხანგრძლივობა – 3 საათი და 10 წუთი;
აფხაზური ენა – მაქსიმალური ქულა 70-ია, ხოლო ხანგრძლივობა – 3 საათი და 45 წუთი;
ოსური ენა – მაქსიმალური ქულა 70-ია, ხანგრძლივობა – 3 საათი და 45 წუთი.
„აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში – 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში – მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს“, – აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.