ესპანეთი AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წელს გადაცილებულ პირებს არ აცრის

ესპანეთმა AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 18-დან 55 წლამდე მოქალაქეებში გამოყენებისთვის დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით,  ამ გადაწყვეტილებით ესპანეთი კიდევ ერთი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც AstraZeneca-ს გამოყენებისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარი დააწესა.

ცნობისათვის, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 55 წლამდე მოქალაქეებში გამოყენების რეკომენდაცია იტალიამ და ბელგიამაც გასცეს. გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ, ნორვეგიამ, დანიამ და შვედეთმა კი ვაქცინის 65 წლამდე ასაკის პირებში გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს.

ეს ქვეყნები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის გამოყენების შესახებ ჯერჯერობით არასაკმარისი მონაცემები არსებობს.