ზუგდიდში ორმა პირმა ოქროს ბირჟა დააყაჩაღა

ყაჩაღობა ზუგდიდში-გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთაველის ქუჩაზე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს.

როგორც ცნობილი გახდა, ოქროს ბირჟაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა და ძვირფასეულობა წაიღო.

დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ინტენსიურ რეჟიმში ტატდება საგამოძიებო ღონისძიებები.