საქართველოს თავდაცვის სამინისტორომ 300-ზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა შეიძინა, მათ შორის, საწვავმზიდები და მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები.
უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ტექნიკა NATO-ს სტანდარტებს შეესაბამება.
“ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა”, — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სპეციალური ტექნიკით ავტოპარკის განახლება მომავალშიც გაგრძელდება.