მას, ერთ შემთხვევაში, ჰგონია, რომ საზოგადოებას მოატყუებს თუ მისი მხარდამჭერები აპირებენ რომ გვერდიდან გადაუხადონ გირაო, ან მეორე შემთხვევაში, პოლიტიკურ ჰალუციანაციასთან გვაქვს საქმე, თუ მას ჰგონია, რომ კანონში ნიკა მელია ცალკე არის ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას განსაკუთრებულად და დისკრიმანიცულად მიუდგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკბაძის განცხადებით, მართლმსაჯულება ენმ-ს თავმდჯომარის მიმართ ისეთივე სამართლიანი იქნება, როგორც ყველა სხვა მოქალაქის შემთხვევაშია.
„ამ შემთხვევაში, მართლმსაჯულება მის მიმართ ისეთი სამართლიანი იქნება, როგორც ეს არის სხვა ყველა მოქალაქის შემთხვევაში. საქართველოს კანონმდებლობაში ნიკა მელია ცალკე არ არის ჩაწერილი, შესაბამისად, მართლმასუჯლება მასაც ისევე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეებს. თუ სხვა მოქალაქეებს ხელზე აქვთ საკონტროლო სამაჯური, იხდიან გირაოს ან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ამ შემეთხვევაში, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება გამონაკლისი, მათ შორის, ვერც ნიკა მელია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.