თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.