კარლ ჰარცელი: არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა

არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიხილოთ პარლამენტი, სადაც ბევრი წარმომადგენელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„არსებობს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიხილოთ პარლამენტი, სადაც ბევრი წარმომადგენელი იქნება. ეს იქნებოდა კარგი გამოსავალი შექმნილ კრიზისში. სხვა ყველაფერი იქნება წამგებიანი ყველა მხარისთვის, მთავრობისთვის, ოპოზიციისთვის და რაც მთავარია, ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, კარლ ჰარცელმა დღესვე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო. მისი თქმით, პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა. „მნიშვნელოვანია, ჩიხში შესული პოზიციების შემდეგ, ყველა დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება ამჟამად არსებული დიალოგის ფორმატი“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.