„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია და საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე. კალაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარეს გირაოს გადახდა მოუწევს.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, რომ ის არ გადაიხდის, თუმცა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ, გირაოს გადახდა მოხდება. შეიძლება, პირდაპირ არა მისი მხრიდან, მაგრამ მოხდება მისი მეგობრების მხრიდან.
თავისთავზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ, თუ შევა ციხეში. ჩვენ, არც მე, არც ჩვენს თანაგუნდელებს დაჭერა არ უხარია, მაგრამ როდესაც დანაშაული გაქვს, თან ასეთი მძიმე, გვახსოვს ჩვენ 20 ივნისს როგორი მოწოდებები კეთდებოდა და როგორ ხელმძღვანელობდა პარლამენტში შეჭრას, შემდეგ კი გაიპარა და ეს ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ. ასე რომ, ცუდი იყო ის, რაც მოხდა და იმედი მაქვს, მომავალში არ განმეორდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.