მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მისივე თქმით, მსახიობს ორმხრივი პნევმონია აქვს.
კახი კავსაძე გასული წლის ბოლოს ასევე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.